15 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
ძალიან სამწუხაროა, არასწორია და პრობლემაა, როდესაც კახი კალაძე აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან - ხათუნა სამნიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე კახა კალაძის მოსაზრებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, სამწუხაროა და პრობლემაა, როდესაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან. მისივე შეფასებით, "ევროკავშირის გზაზე სიარული" ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

"ძალიან სამწუხაროა, მძიმეა, არასწორია და პრობლემაა, როდესაც კახი კალაძე სულ რამდენიმე ხნის წინ აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან. მაშინ, როდესაც ყველა რეკომენდაცია და ყველა ჩვენი პარტნიორის სიტყვა ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ იძულებული ვითანამშრომლოთ. მესმის, რომ ძალიან რთულია, მესმის რომ ზიზღიც დიდია, სიძულვილის ენისკენ მიდრეკილებაც ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ ვართ იძულებული, რომ ვითანამშრომლოთ, რადგან 12 რეკომენდაცია, 9 რეკომენდაცია - ამ გზაზე სიარული შეუძლებელია თანამშრომლობის გარეშე,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

თბილისის მერის განცხადებით, წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის გზაზე, ახალი დათქმების შესრულების მიზნით ოპოზიციასთან თანამშრომლობა. კახა კალაძემ ამ კონტექსტში გაიხსენა 12 პუნქტიანი გეგმა. თქვა, რომ მაშინ ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა თანამშრომლობაზე, თუმცა ოპონენტებმა მისივე თქმით, საბოტაჟის გზა არჩია.

დღის ამბები