05 ოქტომბერი 2024,   00:57
ვრცლად
ხანძარი გლდანში, ქერჩის ქუჩაზე - ცეცხლი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობას გაუჩნდა

ხანძარი გლდანში, ქერჩის ქუჩაზე. ცეცხლი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობას გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"მთლიანად დაბურა, კვამლი იყო საშინელი და სახანძრო-სამაშველო იყვნენ მობილიზებული," - ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები