15 ნოემბერი 2024,   22:13
ვრცლად
"უცნაურია, როდესაც ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ" - რატომ აღნიშნავს "ნაცმოძრობა" ხვალ "ვარდების რევოლუციის" იუბილეს

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ვარდების რევოლუციამ" ქვეყნის განვითარებისთვის უდიდესი როლი ითამაშა. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ აპირებენ ამ დღის აღნიშვნას. 

"საქართველოს მოქალაქისთვის, "ვარდების რევოლუცია" ყოველთვის იქნება გარდამტეხი, პოზიტიური მომენტი, როდესაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ევროპული განვითარების შანსი. დიახ, ვზეიმობთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის თავს და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს უკვე დასავლური მთავრობის პირობებში ვიზეიმებთ ამ დღეს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას კი, უცნაურად ეჩვენება ამ თარიღის აღნიშვნა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია:

"უცნაურია, როდესაც ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ რა დღესასწაულიც არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გეგმავდნენ,"- აცხადებს  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები