სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზე საუბარი არ სურს.
"სააკაშვილზე და სტალინზე სალაპარაკოდ არ ვარ აქ მოსული. 7 ნოემბერს მე ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა, ამაზე სხვა არაფერი მაქვს სათქმელი. შეიძლება, რომ ამდენი ხნის მერე, 2012 წლის შემდეგ, დაივიწყოთ სააკაშვილი?", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე მოქმედი პრეზიდენტი - საკითხი აქტუალური ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევაზე, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა.