05 ოქტომბერი 2024,   00:54
ვრცლად
უამინდობამ პრობლემები შექმნა ფოთში - ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა

ფოთში,უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა კოსტავას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

ფოთის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე დღის განმავლობაში 6-7 ბალიანი შტორმი დაფიქსირდება.

შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შემცირდება,ხოლო ძლიერი ქარი სავარაუდოდ კიდევ 3 დღე შენარჩუნდება.

დღის ამბები