"ვამბობდით, რომ 20%-ს ჩამოცდა "ნაცმოძრაობის" რეიტინგი, როგორც ჩანს, ეს უხარია ხაბეიშვილს. ძალიან კარგია, თუ ეს უხარია. კიდევ უფრო მეტად უნდა ჩამოცდეს ამ მაჩვენებელსაც "ნაცმოძრაობის" რეიტინგი. იმ პირობებში, როცა ამ პარტიის თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, ლიდერი არის კეზერაშვილი და ა.შ. ეს 16% ზედმეტია ამ პარტიისთვის. საკუთარი მხარდაჭერებიც კი დაკარგეს იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებენ.
ვერავინ გაიგო დღემდე მელია არის თუ არა "ნაცმოძრაობის" წევრი, თვითონ ხაბეიშვილმა და მელიამაც ვერ გაიგეს და სხვას რა უნდა გააგებინონ. იციან, რომ მელიამ შეიძლება დაახლოებით 1% წაართვას ნაცმოძრაობას და იმ პირობებში, როდესაც 16%-ით უწევთ იამაყონ, რა თქმა უნდა, ეს 1% არის მათთვის დასანანი, ამიტომ ვერ მიდიან უხეშ ნაბიჯზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება გრძელდება. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოდის.