15 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, ფინიტალა კომედია" - თინა ბოკუჩავა "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე

"ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია "ფინიტალა კომედია", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ.

ბოკუჩავას განცხადებით, პარტიაში ყოველ სამ თვეში ერთხელ თავმჯდომარის არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს და ოპონენტებს უნდა ებრძოდნენ.

"ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს, ემზადებოდეს გეოპოლიტიკური უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ ამ ადამიანების ლოგიკით?! ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, ფინიტალა კომედია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები