09 ივლისი 2024,   01:35
ვრცლად
ძლიერი ამოფრქვევა იაპონიის ახალ ვულკანურ კუნძულზე და 200 მეტრის სიმაღლეზე ატყორცნილი ქვები და ფერფლი - იაპონიის სანაპირო დაცვამ უნიკალური კადრები დააფიქსირა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან სამხრეთით, დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით მდებარე კუნძულ ნიიძიმაზე, ვულკანი გააქტიურდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამოფრქვევის დროს, ვულკანური ქვები და ფერფლი ცაში 200 მეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ამოფრქვევის მომენტი იაპონიის სანაპირო დაცვამ დააფიქსირა და კადრები გაავრცელა.

ვულკანური კუნძული ათი წლის წინაა ჩამოყალიბებული. მისი სახელი იაპონურად "ახალ კუნძულს" ნიშნავს.

დღის ამბები