15 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
საქართველოს დელეგაციას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, ღონისძიებას 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა ესწრება - პაატა კალანდაძე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

პრემიერი ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, პაატა კალანდაძე, აცხადებს, რომ ღონისძიებას 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა ესწრება. 

"საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ის გამოვა სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე. 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა ესწრება ამ ღონისძიებას,"- აცხადებს კალანდაძე.

დღის ამბები