27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება

გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენცია დღეს იხსნება. მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

სამიტი წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

პრემიერი ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

დღის ამბები