16 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს პოპკორნით ხელში ვაკვირდებით, სანამ ეს პარტია იქნება ოპოზიციაში, მანამ არ ეშველება ოპოზიციურ სპექტრს - გურამ მაჭარაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. თავმჯდომარის წინააღმდეგ ამჯერად თბილისის საკრებულოს წევრები გამოდიან. საკრებულოს 6 წევრი განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულ პროცესებს აქტიურად აკვირდება მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ენმ-ში დაპირისპირება არ უკვირთ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრს იქამდე არ ეშველება, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" მათ რიგებში იქნება. 

"ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებს დიდი სიამოვნებით, პოპკორნით ხელში ვაკვირდებით. სუბიექტურად, ამაზე ჭკვიანი ხალხი ჩვენ არ გვჭირდება, ვინც ახლა ნაცმოძრაობაში არიან. სანამ ნაცმოძრაობა იქნება ოპოზიციაში, მანამ არ ეშველება ოპოზიციურ სპექტრს, ამიტომაც ჩვენ ვამბობთ, ეს რეჟიმი სანამ არ გასამართლდება და არ მიიღებს თავისას ნაცმოძრაობა, მანამდე არ ეშველებათ. ოპოზიციაში ვერავინ ვეღარ მოვა სამწუხაროდ სანამ ნაც მოძრაობა იქნება პოლიტიკაში," - აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები