25 ნოემბერი 2026,   12:11
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა მამია ბალახაძემ.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საერთო ინტერესების სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
 
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
დღის ამბები