14 ოქტომბერი 2024,   22:34
ვრცლად
"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" - თბილისში კონფერენცია ტარდება

"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" - თბილისში კონფერენცია ტარდება.

ღონისძიება, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა და გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის უფროსმა გახსნეს. მათ ხაზი გაუსვეს კანონის უზენაესობის ინსტიტუტების როლს ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა. ხელი მოეწერება თბილისის დეკლარაციას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ, საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.

დღის ამბები