საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა და მოლოდინია, რომ გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება.
დარჩიაშვილის თმით, კონფერენციის გარდა, პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის, მათ შორის, დღეს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოველწლიურად იღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას, რადგან კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად მაღალი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა.
მთავარი აქცენტები შესაბამისი იქნება, რომელიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება. ამ ღონისძიების პარალელურად, პრემიერ -მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. დღეს ჰონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან. პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის მუდმივი, ძალიან ხშირი კომუნიკაცია, რომელიც კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, გრძელდება.
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. რა თქმა უნდა, დადებითად იქნა შეფასებული, ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია," - დარჩიაშვილმა.