05 ივლისი 2024,   22:48
ვრცლად
მოგეჯილი ხეები, დატბორილი სახლები, განადგურებული გზები და გაუქმებული ავიარეისები - ინდოეთის სამხრეთ სანაპიროს ციკლონური შტორმი დაატყდა, არის მსხვერპლი

ინდოეთში სტიქიას ებრძვიან - ტამილნადუსა და ანდჰრა-პრადეშის შტატებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც BBC წერს, დიდია ციკლონური შტორმისგან (Michaung) მიყენებული ზიანი.

დატბორილი სახლები, მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ავტომობილები, გაუქმებული ავიარეისები - ასეთია ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგი სამხრეთ ინდოეთში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი.

ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ჯერ გამოდარებას არ პროგნოზირებს. მეტიც - სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ, ზოგიერთ დასახლებაში, ქარის სიჩქარე 110 კმ/სთ-ს მიაღწევს.

დღის ამბები