16 სექტემბერი 2024,   23:02
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ, ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს - ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

"ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები