კინოფილმ "დედეს" ჩვენებით დაასრულა "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია.
ეროვნული არქივის კინოდარბაზში დახურული ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია ფილმისა და გენდერული საკითხების შესახებ.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ღონისძიების დასაწყისში ორგანიზაციის მიერ წარმოებული 16 დღიანი კამპანია შეაჯამა.
"სამწუხაროდ, დღემდე გვაქვს ქალთა მიმართ ძალადობის, იძულებით ქორწინებისა და სხვადასხვა შემთხვევები, თუმცა უმნიშვნელოვანესი მესიჯი ის არის, რომ ამის საწინააღმდეგოდ პოლიტიკა რადიკალურადაა შეცვლილი ბოლო წლების მანძილზე და სახელმწიფო, როგორც კანონმდებლობის, ასევე აღსრულების ნაწილში აკეთებს ყველაფერს. მოხარული ვარ, რომ პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ორი კვირის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები ჩაატარა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.