14 ოქტომბერი 2024,   22:54
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებით, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს", - წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები