21 დეკემბერი 2024,   21:05
ვრცლად
საერთო კარგი საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური წყობა, საჯარო მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების პროგრესი - საქართველოს შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა გამოქვეყნდა

საერთო კარგი საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური წყობა, საჯარო მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების პროგრესი - ევროპული საბჭოს სხდომამდე 1 დღით ადრე, საქართველოს შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დასკვნა გამოქვეყნებულია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანა მზად არის, წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად. მმართველი გუნდის შეფასებით, ანგარიში ხელისუფლების წარმატებული მუშაობის შედეგის აღიარებაა, რაზეც ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია უკვე გასცა.

მინისტრთა საბჭოს ანგარიშში ქვეყნის პროგრესს ოპოზიციაც ხედავს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პოზიტიური დასკვნა მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება.

ანგარიშის თანახმად, საბჭო ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა. ოპოზიციის ნაწილი რეკომენდაციას საკუთარ თავზე არ იღებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მოწოდება ყველა პოლიტიკურმა ძალამ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს.

სახელისუფლებო გუნდისთვის დეპოლარიზაციას ხელს სწორედ ოპოზიცია უშლის. მმართველ პარტიის შეფასებით, ოპოზიციას უჭირს იმის აღიარებაც, რომ ევროინტეგრაციისთვის ხელისუფლებამ მათ გარეშეც კონკრეტულ შედეგებს მიაღწია.

გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, ასევე მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

დღის ამბები