16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა - ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა - ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია დღევანდელი დღე, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ზეიმი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ნამდვილად ემოციურია ამდენი ადამიანის ხილვა თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი თარიღის ასე აღნიშვნა, რადგან ჩვენთვის ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი, რამაც ქვეყანა მიიყვანა ამ ეტაპამდე. ის ისტორიული ოცნება, რაც საქართველოს ჰქონდა - ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, რეალობა ხდება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები