21 დეკემბერი 2024,   16:56
ვრცლად
საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაციას თანადამფუძნებლები, ასოციაციის გაუქმების მოთხოვნით, რიგგარეშე კრების ჩანიშვნას მოითხოვენ

საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია - GNRA-ის თანადამფუძნებლები, ასოციაციის გაუქმების მოთხოვნით, რიგგარეშე კრების ჩანიშვნას მოითხოვენ. ეს საკითხი მათ ასოციაციის წევრებთან და თავმჯდომარესთან შეხვედრისას დააყენეს.

დამფუძნებლებმა GNRA, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - GCA-თან კავშირში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ორივე ასოციაციას რეალურად გიგა კობალაძე მართავს. ფაქტს უარყოფს თავმჯდომარე.

რიგგარეშე კრება, სავარაუდოდ, 15 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები