21 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
მომიჯნავე უფლებათა ასოციაციის წევრები ასოციაციის წინააღმდეგ - ხელოვანთა ნაწილი ორგანიზაციის რიგგარეშე კრების ჩატარებას ითხოვს

მომიჯნავე უფლებათა ასოციაციის რიგგარეშე კრება, მერაბ სანოძემ - ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, "ჯი ენ ერეის" (GNRA) წინაშე არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად და პარალელურად, გაუქმების მოტივით მოითხოვა. ხელოვანები და ასოციაციის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ორგანიზაცია, თავის დროზე, საავტორო უფლებათა ასოციაციის დირექტორის, გიგა კობალაძის ინიციატივით შეიქმნა, რაც GNRA-ის დამოუკიდებელი საქმიანობის მიმართ ეჭვებს აჩენს. კულტურის სფეროს წარმომადგენლების სურვილია, რომ მათი უფლებები საქართველოში მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ დაიცვას.

დღეს, GNRA-ის წარმომადგენლებმა "ჯისიესთან" და გიგა კობალაძესთან კავშირი და თანამშრომლობა უარყვეს. ამბობენ, რომ მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მის წევრებსა თუ თანამშრომლებს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან შეხება არ აქვთ.

GNRA-ის თავმჯდომარისგან სრულიად განსხვავებულს ამტკიცებენ ავტორ შემსრულებელთა ნაწილის ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ "ჯისიესისა" და მომიჯნავე უფლებათა ასოციაციის თანამშრომლობას არაერთი დოკუმენტი ადასტურებს, მათ შორის - საქპატენტისთვის გაგზავნილი წერილი.

მომიჯნავე უფლებათა ასოციაციაში დღეს ორგანიზაციის წევრთა საჯარო შეკრება გაიმართა. სავარაუდოდ, მომდევნო შეკრება, თუმცა, უკვე - რიგგარეშე, 15 იანვარს შედგება.

დღის ამბები