05 ივლისი 2024,   23:52
ვრცლად
დედაქალაქში საზეიმო და სადღესასწაულო განწყობაა - საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან

საზეიმო და სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში - წლის მთავარი დღესასწაულისთვის, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში, მშობლებს დილიდან მიჰყავთ ბავშვები.

ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი - ახალი წლის ზღაპრული დღესასწაულისთვის, ამ სამ ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. განსხვავებული და დატვირთულია პროგრამაც, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება.

დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს, საღამოს მუსიკალური ბენდები გააგრძელებენ. სტუმრების განწყობაზე. დღეს, "ღამის შოუსა" და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდები იზრუნებენ.

დღის ამბები