ბოლო 11 წელში, საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც, 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს ბოლოს მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე.
„ასევე გაზიფიცირების პრობლემა იყო. 2012 წლამდე გაზიფიცირებული იყო მოსახლეობის დაახლოებით 55%, დაახლოებით 700 000 აბონენტი.
ბოლო 11 წელში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაზე გამოიყო 500 მლნ ლარამდე. ამჟამად ქვეყანაში ბუნებრივი გაზის 1 500 000 აბონენტია. აქაც 2-ჯერ მეტი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. 2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე“, - განაცხადა პრემიერმა.