თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შეჯამება შეაფასა.
მისი თქმით, პრემიერის მხრიდან დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება ძალიან ეფექტური იყო.
"თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს, რადგან ჩვენ დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა. ძალიან ეფექტური იყო განვლილ პერიოდთან შედარებაც. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.