მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შეჯამებას აფასებენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშის წარდგენამ ცალსახად წარმოაჩინა განსხვავება მათსა და წინა ხელისუფლებას შორის.
"პრემიერის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური, ის მოიცავდა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ მიმართულებას, მათ შორის, ეკონომიკის. ცალსახად ჩანდა როგორია განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის და ეს ყველაფერი ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება იყო.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს შეუქცევადი პროცესია.
"დღევანდელი ანგარიში ნათლად ასახავს, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება ხალხს. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც დგამს ხელისუფლება, თითოეული სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, არის ქართველი ხალხის, საქართველოს კეთილდღეობისთვის. მთავარი თმა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება , რომელიც არის ჩვენი საერთო მონაპოვარი. მთავრობას ჰქონდა ჩვენი ხალხის ძალიან ძლიერი მანდატი, რომ ჩვენი ევროპული მომავალი შეუქცევად პროცესად გვექცია. ჩვენი ეს მოვახერხეთ, საქართველო აგრძელებს ძალისხმევას, ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა, აუცილებლად, გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და სწორედ კანდიდატის სტატუსი არის ამის სამართლებრივი საფუძველი", - განაცხადა ლევან დარჩიაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რეგიონალური განვითარების მიმართულებით, 2023 წელი გარდამტეხი იყო.
"2023 წელი შედეგიანი და რიგი პროექტებისთვის გარდამტეხი იყო. საგზაო მიმარფთულებით 37 კილომეტრიანი მაგისტრალი გზა გაიხსნა საიდანაც 27 კილომეტი რიკოთის საუკუნო პროექტის მონაკვეთებს წარმოადგენდა, მინიშვნელოვანია მუნიციპალური განვითარება რა გუთხითაც ჩვენ უპრეცედენტო მასშტაბის განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამას ვახარციელებთ", - ირაკლი ქარსელაძემ.