16 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
იმდენად აბსურდულია, რომ ოპოზიციაშიც კი არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა არ აქვს - გივი მიქანაძე ე.წ. სუპერ პაკის შესახებ, რომელიც ოპოზიციას სააკაშვილმა შესთავაზა

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას პოლიტიკოსები ეხმიანებიან. 

ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ წინადადებას, არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციურ სპექტრშიც კი არ აღიქვამენ სერიოზულად. 
 
"იდეები, რომელსაც ის ერთი-მეორეს მიყოლებით ავრცელებს, იმდენად აბსურდულია, რომ ოპოზიციაშიც კი არანაირი გამოხმაურება და მხარდაჭერა არ აქვს", - განაცხადა გივი მიქანაძემ. 
დღის ამბები