06 ივლისი 2024,   00:32
ვრცლად
შობას დღეს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაც აღნიშნავს

შობას, დღეს, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაც აღნიშნავს.

თბილისში კედიას ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში, წირვა უხუცესმა წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა ჩაატარა. მან შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა.

ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე დაიწყო. ამ დროს, ეკლესია ჩაბნელდა და კარიდან სანთელი შემოიტანეს, რაც სიმბოლურად შობის დადგომას ნიშნავს. ლიტურგიის დროს, საგალობლები სხვადასხვა ენაზე შესრულდა.

დღის ამბები