08 ივნისი 2024,   13:43
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 150 აღმზრდელი გადამზადდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 150 აღმზრდელი, თანამედროვე სკოლამდელი მეთოდოლოგიის, "ჰართის" მიხედვით გადამზადდა.

გადამზადებულ აღმზრდელებს, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. თანამედროვე მეთოდოლოგია, თბილისის ბაღების 52%-ში უკვე დანერგილია და აქტიურად გამოიყენება.

პროექტი დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.

დღის ამბები