16 სექტემბერი 2024,   22:59
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც კომკავშირის მდივნები იყვნენ, მოსკოვის მიუღებლობაზე გველაპარაკებიან - შალვა პაპუაშვილი "ლელოზე"

ადამიანები, რომლებიც კომკავშირის მდივნები იყვნენ, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მხილებულნი არიან თაღლითობაში და გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ "ლელოზე" საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი "ლელოს" მარგინალურ ჯგუფად მოიხსენიებს.

"ლელოზე" უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, არ არსებობს. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება "ლელოს" საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები