თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დავით არჩვაძემ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.
კომიტეტზე მოსმენის შემდეგ, სუს-ის ანგარიშს დეპუტატები უკვე პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2025 წელს ჩავატარეთ არაერთი ოპერატიულ-საგამოძიებო, ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიება. გასულ წელს, დაკავებული იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ჯამში 104 პირი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე. ჩვენი სამსახურის მიერ ჩატარებულმა პრევენციული ხასიათის ღონისძიებებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი, რასაც ცხადყოფს მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულის გამოვლენაში. 2025 წელს შემოსული მამხილებელი შეტყობინების რაოდენობამ 156 ერთეული შეადგინა", - განაცხადა დავით არჩვაძემ.