სამუშაო ფორმატში გრძელდება "ელჩების კონფერენცია 2023". დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე დისკუსიის თემა დღეს, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებია. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, განიხილეს ამ კუთხით არსებული გამოწვევები და ისაუბრეს ქართული დიასპორის გაძლიერებისთვის საჭირო გეგმები.