05 ივლისი 2024,   23:07
ვრცლად
ენტონი ბლინკენი მექსიკაში ჩავიდა - აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

ბაიდენის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობების პირები მექსიკაში ჩავიდნენ. დელეგაციას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უძღვება. მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ სასაუბროდ, დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტს შეხვდება.

„მდივანი ბლინკენი დასავლეთ ნახევარსფეროში უპრეცედენტო არალეგალურ მიგრაციას განიხილავს და აშშ-სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო გამოწვევების გადაჭრის გზებს დაასახელებს“, - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, მექსიკასა და შტატებს შორის, ბოლო დროს რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა.

როგორც 2022, ისე 2023 წელს, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულ მიგრანტთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური ვაშინგტონი იტყობინება, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში - სექტემბრის განმავლობაში, დააკავეს 200 000-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც უკანონოდ კვეთდა აშშ-მექსიკის საზღვარს.

დღის ამბები