06 ივლისი 2024,   01:35
ვრცლად
მეუფე ნიკოლოზის მორიგი ვიზიტი მოსკოვში - რას ამბობს საქართველოში დაბრუნებული მიტროპოლიტი ვიზიტის მიზეზებზე

მეუფე ნიკოლოზის მორიგი ვიზიტი მოსკოვში. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ რუსეთში დავით არსენიშვილის სახელობის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც წმინდანად შესარიცხ პირთა სიას განიხილავდნენ.

როგორც თავად ამბობს, ამჯერად, არ შეხვედრია მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, მათ შორის არც პატრიარქ კირილეს. თუმცა, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ კავშირები აუცილებელია.

"მოსკოვში კონფერენციაზე ვიყავი. მე, საერთოდ, ხშირად დავდივარ და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. კირილესთან ერთად წირვა მომიწია მაისში, მას შემდეგ აღარ მქონია მასთან ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგანაც ისე ვერავითარ მოლაპარაკებასა და ურთიერთობის განვითარებაზე ვერ გვექნება საუბარი," - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ფაჩუაშვილი.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე და განმარტა, რომ, თავის დროზე, სააკაშვილის მიერ უვიზო მიმოსვლის დაწესებას მიესალმებოდა, ამჯერად კი, ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება.

"მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ მიუხედავად აგვისტოს ომისა, მან სულ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მათ ოკუპაციის კანონი არ აქვთ დარღვეული. ახლა კი რუსეთმა გააუქმა უვიზო მიმოსვლა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული," - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

დღის ამბები