16 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში კვლავ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებმა, სუმის ოლქზე 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს. სამიზნე 10 დასახლება გახდა. მოხდა 115 აფეთქება.

მანამდე, დრონებით შეუტიეს ქვეყნის სამხრეთით, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებს. დაიბომბა დნეპროპეტროვსკიც. სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზეც. განადგურებულია საცხოვრებელი პუნქტები. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში იაპონიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, აქტიურად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე. ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი – ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა. უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება თქვენდამი არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, ერთად ვაწარმოოთ, ერთად გავძლიერდეთ. უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ეს გვინდა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები