16 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელისაბედ ბორნი თანამდებობას ტოვებს. მისი გადადგომა, მაკრონის ევროპარლამენტის არჩევნების წინ გუნდის განახლების ინიციატივას მოჰყვა.

ბორნის გადადგა, ბოლო ხანებში გამოკვეთილი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, კამათის საგანია კანონმდებლობა, რომელსაც მაკრონი უჭერს მხარს და რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, მთავრობისთვის ზოგიერთი უცხოელის დეპორტაციის უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს.

ბორნი პოსტზე ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და როგორც პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა მისი მუშაობის პერიოდში გამბედაობა, ერთგულება და მონდომება აჩვენა.

"ქალბატონი ბორნი თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ ახალი პრემიერი არ დაიკავებს ადგილს", - ვკითხულობთ ელისეს სასახლის განცხადებაში.

ვინ შეცვლის ელისაბედ ბორნს, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები