საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სე-ჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე წერს.
"ახლა, როდესაც საქართველო ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს არის ევროპულ ოჯახთან, მოწოდებული ვარ, გავაგრძელო აქტიური თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ასევე გავაძლიერებთ კავშირებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის,"-წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.