01 ივლისი 2024,   13:56
ვრცლად
კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა - დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 20 დაშავებულია. კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.

ცნობისთვის, ტერიტორიაზე მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.

დღის ამბები