16 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ამ პროცესის დასაწყისი პირობითი იყო, ახლა უკვე კანდიდატი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი - ევროდეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი

ევროპარლამენტის საგარეო და საკონსტიტუციო საქმიანობის კომიტეტებმა დღეს მხარი დაუჭირეს ანგარიშს ევროკავშირის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ სამომავლო გაფართოებისთვის. ანგარიში მას შემდეგ მომზადდა, რაც ევროკავშირმა მომავალი გაფართოების სავარაუდო თარიღად 2030 წელი დაასახელა.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ევროდეპუტატები მხარს უჭერენ ორგანიზაციის გაფართოებას და მას გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქ ასევე აღნიშნულია, რომ, თავის მხრივ, საჭიროა ევროკავშირის შიდა რეფორმირება და მომზადება ამ პროცესისთვის.

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან იოზას ოლეკასი აცხადებს, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება.

"ჩვენი ხედვა მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება და, შესაბამისად, დგას რეფორმების გარკვეული პერსპექტივა. ამ პროცესს კი შესაძლებლობები მოაქვს ახალი ქვეყნებისთვის, რომლებიც იმ ოჯახის წევრობისთვის ემზადებიან,რომელშიც საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიულ მიღწევებზე დგას. ამ გზაზე წინსვლაში ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და მის ხალხს. მათ ასევე უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. ეს ოჯახს ეხება, უნდა მივყვეთ საერთო ღირებულებებსა და რეგულაციებს, რათა მოქალაქეებისთვის შესაძლებლობები გავხსნათ. ესაა შესაძლებლობა ხალხისთვის, კომპანიებისთვის, მოქალაქეებისთვის, გულისხმობს თავისუფალ მიმოსვლას, ვაჭრობას, განათლების მიღების თავისუფალ შესაძლებლობებს. ამასთან ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ვიდგეთ ერთად,"- აცხადებს ოლეკასი.

ევროპარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან ნაჩო სანჩეს ამორი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რომ ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდნენ.

"ამ პროცესის დასაწყისი პირობითი იყო, ახლა უკვე კანდიდატი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი, ევროკავშირს ყველა მიმართულებით უნდა დაუახლოვდეს. მე ვიცი, რომ ამ პროცესში ახლა მტკიცედაა ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, ვიცი, რომ დამტკიცდა სამოქმედო გეგმაც, რაც უკვე საჯაროა. დიახ, ეს ასე ხდება, ეს არაა მარტივი გზა, მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, ბორტზე ხართ, ეს კი არაჩვეულებრივია. ახლა ჩვენ გახალისებთ, რომ საზოგადოებამაც, პარლამენტმაც და მთავრობამაც, თავისი ინსტიტუციებით და პოლიტიკური ნებით, აჩვენოთ ევროკავშირს, რომ ნამდვილად ბორტზე ხართ,"- აცხადებს ევროდეპუტატი.

დღის ამბები