16 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 შექმნან, თუმცა შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 შექმნან. 

"უკვე მიდის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2 შექმნან, თუმცა ფორმატს, რა თქმა უნდა, შეფუთავენ და იტყვიან, რომ არის ე.წ. მესამე ძალა, ამიტომაც არის, რომ ვითომ გახარია და "ლელო" "ნაცმოძრაობას" ემიჯნებიან და უნდათ, რომ გადაალახინონ 5%-იანი ბარიერი ე.წ. მესამე ძალას. ვის წარმოუდგენია, რომ გაიყიდება ის პროდუქტი, რომ გვარამია, მელია ან თუნდაც "ლელო", თითქოს არ არიან "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები