Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ Facebook-გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“, - ვკითხულობთ პოსტში.
Madrid Fusión-ის მეორე Facebook-პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.
Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.