29 სექტემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ხანძარი ნუცუბიძის პლატოზე - მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ერთი ადამიანის გამოყვანა უვნებლად შეძლეს

ხანძარი თბილისში - ნუცუბიძის მეორე პლატოზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა საცხოვრებლიდან 1 ადამიანი გამოიყვანეს, რომელსაც მსუბუქი დამწვრობა და ინტოქსიკაცია აღენიშნება. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

დღის ამბები