"ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ლელო" საკუთარ გეგმას, თუ როგორ გაატარებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ რეფორმებს ერთ წელიწადში, ხვალ წარუდგენს საზოგადოებას.
"ამ ისტორიულ შანსს სჭირდება სერიოზული, სრული პასუხისმგებლობით გათავისება და რეალური ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს არის მოცემული "ლელოს" გეგმაში - "9 ნაბიჯი ევროპისკენ." ამ გეგმას ხვალ წარმოგიდგენთ. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების დრო. ახლა სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დროა," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.