16 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ყველა ყოფილი ნაციონალი შეეცდება ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს მათ საერთო არაფერი ჰქონიათ "ნაცმოძრაობასთან" - მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ნიკა გვარამიას განცხადება, რომელმაც გუშინ კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა.

მმართველ გუნდში გვარამია-სააკაშვილის კონკურენციას, არასერიოზულად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ გვარამია სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს, თუმცა რეალურად ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ.

"ვფიქრობ, ყველა ყოფილი ნაციონალი, გარდა უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი პირებისა, შეეცდებიან ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს მათ საერთო არაფერი ჰქონიათ "ნაცმოძრაობასთან:, იმიტომ, რომ რასაკვირველია ყველა ძალიან კარგად ხვდება თუ რა უარყოფითი შინაარსის მატარებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფელირება და შესაბამისად იმ ხელისუფლებაში მოღვაწეობა, რომელმაც ამ ქვეყანაში კოშმარი დაატრიალა 2003-2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში. ამიტომ, რა წამს ეს ხალხი მიხვდა ამ გარემოებას, ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მეტად მოიცილონ პასუხისმგებლობა და გათავისუფლდნენ ამ წნეხისგან.

ჩადენილი ქმედებები, რეალური ის პოლიტიკური შეცდომები, რომლებიც დაშვებული აქვთ ცალკეულ ადამიანებს, პარტია კი არ იღებს ცალკე ამ გადაწყვეტილებებს, არამედ ის ადამიანები, ვინც ამ პარტიაში მოღვაწეობდნენ, აქედან გამომდინარე პირადად ჩემთვის აბსოლუტურად არამც თუ არა დამაჯერებელი, არამედ ეს საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელიც კი შეიძლება იყოს, ადამიანების მცდელობა, რომ დისტანცირდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან"“ მარტო იმიტომ, რომ შექმნან სიმულაცია ცალოკეულ პირებს შორის დაპირისპირების არსებობისა", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები