საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ლელოში" არიან ლიდერები, რომლებიც გამოკვეთილად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს.
მისი განმარტებით, "ლელომ" ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით საკუთარი საქმე უკვე გააკეთა.
"ლელოში" არიან ლიდერები, რომლებიც გამოკვეთილად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. "ლელომ" თავის საქმე უკვე გააკეთა, ანუ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები აჩვენა საქართველოს. მათი ნებისმიერი სტრატეგია, გეგმა თუ წარდგინება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხისთვის საინტერესო, თუ მარშალი ხაზარაძე ახსნის ქალბატონი სამადაშვილის დღევანდელ პოზიციას - შეცდომა დაუშვა ევროპამ, თუ არ დაუშვა, რომ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. თუ მარშალი ხაზარაძე ამ შეხვედრაზე ახსნის მათი ლიდერების ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი მათ ნებისმიერ ბოდვაზე. უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, ვითომ ისინი არიან მესამე ძალა, რეალურად მესამე ძალა კი არ არიან, არანაკლები დამნაშავეები არიან "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან ერთად", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.