29 სექტემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ცნობილია ქართველის ვინაობა, ვინც ტარტუს უნივერსიტეტიდან 158 ათასი ევროს უნიკალური წიგნები მოიპარა

ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან, 158 ათასი ევროს ღირებულების წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს, ბექა ცირეკიძეს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების - პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება. 

დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.

მედიის ცნობით, დანაშაული 2022 წლის გაზაფხულზეა მომხდარი.

დღის ამბები