29 სექტემბერი 2024,   03:02
ვრცლად
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში "ჰამასმა" სრულად შეაღწია - სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოში სრულად შეაღწია ტერორისტულმა ჯგუფმა "ჰამასმა", – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, იერუსალიმში, გაერო-ს ელჩებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტო სხვა დახმარების სააგენტოებმა უნდა შეცვალონ.

„დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ და თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გაიგოს, რომ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მისია უნდა დასრულდეს", – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

დღის ამბები