17 აგვისტო 2026,   18:22
ვრცლად
კაიროში მძევლების გაცვლასა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

კაიროში ეგვიპტეს, ისრაელს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კატარს შორის მძევლების გაცვლასა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თუმცა, შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო.

კაიროში გამართული მოლაპარაკების მონაწილეთა შორის იყვნენ ეგვიპტის პრეზიდენტი, CIA-ის ხელმძღვანელი ბილ ბერნსი და კატარის პრემიერ-მინისტრი.

ამავე დროს, ისრაელის სამხედროებს მთავრობისთვის ქალაქ რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის წინ ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ. ეს განკარგულება სამხედროებს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისცა, მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, როგორც "ჰამასის" "ბოლო სიმაგრეში" შესვლა დააანონსეს.

დღის ამბები