11 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა

ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა. კანონდარღვევას სოფელ ლიბანში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა მიაგნეს.

საუბარია 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის ხის მასალაზე. სახერხი საამქრო დალუქულია; ხე-ტყე ახალციხის საქმიან ეზოშია გადატანილი; საქმის მასალები კი შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

 

დღის ამბები