29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ Wizzair-ის ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა

აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.

ცნობილია, რომ აღნიშნულ რეისს ავიაკომპანია Wizzair ასრულებდა.

 

დღის ამბები